ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 130 საწარმო დაფინანსდა

12 დეკემბერი, 2015 • 1303
ღარიბაშვილი: პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 130 საწარმო დაფინანსდა

“რადმენიმე თვის წინ, მე დავიწყე პროგრამა “ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის”, რომელიც ეკონომიკური გავითარებისკენ არის მიმართული. რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს ასევე, გასულ წელს დაწყებული პროგრამა “აწარმოე საქართველოში”. [პროგრამის ფარგლებში] 130 საწარმო დაფინანსდა, ჯამში 350 მლნ ლარის ინვესტიციით. დღეს უკვე დასაქმებული არის 6700 ადამიანი,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს კონფერენციას “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015” ესწრება.

პრემიერმა ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად, განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც თავად მიაჩნიათ მნიშვნელოვნად.

კონფერენციას მიწვეული არიან მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი