ახალი ამბები

აშშ საქართველოს HUEY II-ის ტიპის ორ ვერტმფრენს გადმოსცემს

11 დეკემბერი, 2015 • 1341
აშშ საქართველოს HUEY II-ის ტიპის ორ ვერტმფრენს გადმოსცემს

საქართველოს მთავრობის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს, 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ფარგლებში, გრანტის სახით 18 608 036 აშშ დოლარის ღირებულების HUEY II-ის ტიპის ორ ვერტმფრენს გადმოსცემს, – შესაბამისი განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

ოფიციალური ცნობით, სამხედრო ვერტმფრენებს, რომლებსაც სამაშველო შესაძლებლობებიც ექნება, ქართული მხარე აშშ-ისგან ნაწილების მარაგთან, შესაბამის პუბლიკაციებთან და სწავლების მომსახურებასთან ერთად, 2018 წელს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი