ახალი ამბები

კვიტაშვილის ამბიციაა, თსუ ევროპაში პირველ სასწავლო დაწესებულებად აქციოს

27 დეკემბერი, 2010 • • 981
კვიტაშვილის ამბიციაა, თსუ ევროპაში პირველ სასწავლო დაწესებულებად აქციოს

თსუ-ს ახალი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილის ამბობს, რომ მის მიერ წარმოდგენილი უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმა თსუ-ს ამიერკავკასიასა და ევროპაში პირველ სასწავლო დაწესებულებად ქცევაა.

ამის შესახებ რექტორმა ჟურნალისტებთან დღეს უნივერსიტეტში არჩევნების შემდეგ ისაუბრა.

კვიტაშვილი თქმით, გამარჯვება მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, თუმცა აკადემიური საბჭოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მისთვის სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა.  

,,თორმეტივე ხმას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. ერთხმად გამოხატული მხარდაჭერა გარდა იმისა, რომ მხარდაჭერის აბსოლუტური გამოხატულებაა, ასევე, უფრო მეტს გაკისრებს ადამიანს პასუხისმებლობის კუთხით, ამიტომ ეს ასეთივე მარტივი არ არის’’, – განმარტა კვიტაშვილმა.

დოკუმენტში, რომელიც უნივერსიტეტის მომავალ 4–წლიან განვითარების სამოქმედო გეგმას ეხება, კვიტაშვილის თქმით, ყურადღება გამახვილებულია უნივერსიტეტის ფინანსურ გაძლიერებასა და დამოუკიდებლობაზე, ასევე, მეცნიერების განვითარებაზე.

თსუ-ს ახალი რექტორი განმარტავს, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და თანამედროვე ტექნოლოგიების კიდევ უფრო განვითარება.

,,რეფორმირების კუთხით უნივერსიტეტს ჭირდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავიდან ბოლომდე. იცით, რომ პირველი კორპუსი რემონტდება, მაგრამ სხვა კორპუსებსაც ჭირდებათ საკმაოდ სერიოზული მიხედვა. გარდა ამისა, საჭიროა: ელექტრონული რესურსის, შიდა ქსელების განვითარება, კომპიუტერიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, – ეს არის ყველაფერი რაც არის  სასწარფოდ გასაკეთებელი’’, – ამბობს კვიტაშვილი.

რექტორი განმარტავს, რომ აუხლოეს მომავალში უნივერსიტეტში საკადრო ცვლილლებები არ არის დაგეგმილი.

კვიტაშვილის აზრით, არჩევნების შედეგებზე გავლენა მის მიერ შემუშავებულმა და წარმოდგენილმა დოკუმენტმა მოახდინა.

უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის წარმოდგენა რექტორობის ყველა კანდიდატს ევალებოდა. როგორც საბჭოს წევრები არჩევნების დასრულების შემდეგ ამბობდნენ, წარმოდგენილ დოკუმენტებს (სამოქმედო გეგმა) საბჭო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაეცნო.

ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ-ს რექტორად დღეს აკადემიურმა საბჭომ ერთხმად აირჩია. არჩევნები უნივერსიტეტში 11 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.

კვიტაშვილი დღემდე თსუ-ს რექტორის მოვალეობას ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი