ახალი ამბებიხელოვნება

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს „ევროპა ნოსტრამ” სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადასცა

10 დეკემბერი, 2015 • 1588
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს „ევროპა ნოსტრამ” სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადასცა

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის „ევროპა ნოსტრას” ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა.

9 დეკემბერს მუსიკისა და დრამის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის 20 წლის იუბილე აღინიშნა, ცენტრის დამფუძნებელსა და  დირექტორ მაკა დვალიშვილს, ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი „ევროპა ნოსტრას“ ვიცე-პრეზიდენტმა პიეტ ჯასპაერტმა გადასცა.

მაკა დვალიშვილმა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დაარსების პერიოდი, 1995 წელი გაიხსენა, მაშინ როდესაც საქართველო ერთი ეკონომიკური წყობიდან მეორეზე გადადიოდა, იყო ომის შემდგომი პერიოდი, უშუქობა.

მუსიკისა და დრამის თეატრის მთელ სივრცეში გაშლილი გამოფენები, ავტორების თქმით, სრულად წარმოაჩენს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მისიას, 1995 წლიდან დღემდე არსებული საქმიანობის შვიდივე მიმართულებას: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართული ხელნაკეთი შემოქმედების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, კულტურის ორგანიზაციების, მცირე და საშუალო საწარმოების, ინდივიდუალური მოღვაწეების თუ შემოქმედების ეკონომიკური თვითმდგრადობის ხელშეწყობას, ნოვაციები თანამედროვე ქართული ხელოვნების და საგამოფენო საქმის განვითარებაში, საერთაშორისო კავშირების და კულტურული გაცვლების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საქმიანობას.

ორგანიზაციის 20 წლის იუბილეზე ასევე ჩატარდა ”ჩუმი აუქციონი”, სადაც ტრადიციული ქართული რეწვა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება და „ისტორიალის“ კოლექცია იყო წარმოდგენილი.

„ისტორიალის“ არის სოციალური საწარმო, რომელიც ხელოვნების საერთაშორიო ცენტრმა დააფუძნა. ცენტრმა ასევე დააფუძნა „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“.

ტრადიციული რეწვის ასოციაცია ერთი წელია რაც ფუნქციონირებს და მისი მიზანია, რომ ტრადიციული რეწვის ოსტატები გააერთიანოს. მისი მიზანია, რომ რეწვა მომგებიანი და

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის საიუბილეო ღონისძიბაზე დააჯილდოვეს 2015 წლის რეწვის  საუკეთესო პედაგოგები. ასოციაციამ 21 სახელოსნო დააფინანსა და გაცემული გრანტების ფარგლებში გაურემონტეს სახელოსნოები და შეუძინეს ინვენტარი.

ხელოვნების ცენტრი ახორციელებს პროგრამებს: „ქართული ტრადიციული რეწვის განვითარება, 1995 წლიდან – დღემდე“;  „გადავარჩინოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, 1996 წლიდან – დღემდეგ“;  „ქართული კულტუროლოგიური კვლევების საერთაშორისო ინიციატივა, 2007 წლიდან – დღემდე“.

20 წლის მანძილზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა განახორციელა “ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკების კონსერვაცია”, რომლისთვისაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და Conservazione Beni Culturali (რომი, იატალია) 2006 წელს გახდა ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის Europa Nostra-ს პრიზის  მფლობელი).

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტებს შორისაა „ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის დიაგნოსტიკური კვლევა და გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების განსაზღვრა“ და შემდგომ „არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია“,

ცენტრმა განახორციელა კონფლიქტის რეგიონში არსებული „ნიქოზის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო  სასახლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები”, თელავის „ბატონის ციხის საკონსერვაციო გეგმის შემუშავება“, „დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში შემავალი ეკატერინეს სასახლის რეაბილიცაციის არქიტექტურული პროექტის შემუშავება“.

ამჟამად მიმდინარეობს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის (12ს-18) არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია, რო

მელსაც წინ უძღოდა გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ფრესკების კონსერვაცია, დიაგნოსტიკა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოები.

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი „ევროპა ნოსტრას“ ვიცე-პრეზიდენტმა პიეტ ჯასპაერტმა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს გადასცა

მასალების გადაბეჭდვის წესი