ახალი ამბები

რუსთავი 2–ის თანამშრომელი შსს–ში დაიბარეს

9 დეკემბერი, 2015 • 1443
რუსთავი 2–ის თანამშრომელი შსს–ში დაიბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დღეს რუსთავი 2–ის თანამშრომელი გასაუბრებაზე დაიბარეს.

როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, ამ ეტაპზე ამ პირის გამოკითხვა იგეგება, გამოძიება კი ჯერ არ არის დაწყებული.

გუშინ რუსთავი 2–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რუსთავი 2-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდნენ.

“კომპანიის ფინანსური დირექტორის მძღოლი ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა და კახა კუბლაშვილი ტონირებულ მინებიან ტოიოტა კამრიში გადასვეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდემცველები მას სუს-ის თანამშრომლებად წარუდგნენ.  თითქმის ორსაათიანი დიალოგის მიზანი კუბლაშვილის გადაბირება იყო. მათი საუბრიდან გამომდინარე, ისინი დიდი ხანია თვალთვალს აწარმოებენ კომპანიის ფინანსურ დირექტორზე,” – აღნიშნულია რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი