კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ცნობით, უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს ქარელის რაიონში – ძამისა და ფცის ხეობაში არსებულ ორ ძეგლზე : აბისისა და მძოვრეთის ციხეზე.
სააგენტოს პრესსამსახური ფეისბუკზე წერს, რომ ეს ინფორმაცია დღეს, 7 დეკემბერს შევიდა უწყებაში.

”საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის სამსახური დაუყოვნებლივ ადგილზე მოინახულებს მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში უმკაცრეს ზომებს მიიღებს”, – აცხადებს სააგენტო.
სააგენტოს განცხადებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, აღნიშნული მონიტორინგის საფუძველზე, დეტალურ ინფორმაციას საზოგადეობას 8 დეკმებერს მიაწვდის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *