ახალი ამბები

თელავში ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

7 დეკემბერი, 2015 • 1176
თელავში ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, თელავში დიმიტრი მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველების ცნობით, დიმიტრი მ. თელავში მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს აცხადებს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი