ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

6 დეკემბერი, 2015 • 1572
რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტომ ჩეხეთის მთავრობის მიერ “ტრასეკას რიკოთის მონაკვეთის მეტეოროლოგიური უსაფრთხოების გაზრდა” განხორციელებული პროექტის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე საგზაო სადგური დაამონტაჟა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საგზაო მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. არახელსაყრელი სატრანსპორტო მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში სადგური (ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ნალექების სახეობა და რაოდენობა და გზის სავალი ნაწილის მეტეოროლოგიური მახასიათებლები, თოვლის საფარი, გზის მოყინულობა) სათანადო გაფრთხილებების ოპერატიულად გაცემის საშუალებებს იძლევა.

სააგენტოს განცხადებით, სადგურის მიერ მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი