როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ცოტა ხნის წინ [20:55] თბილისში, ბუკიას ბაღთან კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.

უწყების ცნობით, ნაპოვნია ხელყუმბარის მსგავსი მოწყობილობა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ოფიციალური ინფორმაციითვე, შეტყობინება ბუკიას ბაღთან ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ პოლიციაში დღეს საღამოს შევიდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *