ახალი ამბები

ძიძიგურის თქმით, 2016 წლის არჩევნებში ივანიშვილი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება

3 დეკემბერი, 2015 • 1384
ძიძიგურის თქმით, 2016 წლის არჩევნებში ივანიშვილი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება

“ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა 2016 წლის არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა პორტალ”კვირის” პრესკლუბში.

მისი თქმით, კოალიციის ლიდერის ადგილი ბიძინა ივანიშვილისაა:

“ჩვენ იმედი გვაქვს და ბატონმა ბიძინამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ის 2016 წელს პარლამენტის არჩევნებში აქტიური იქნება. არჩევნებში ბიძინას [ივანიშვილი] აქტიურობა არ ნიშნავს, რომ ის რიგითად ჩაერთვება. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის აქტიურად ჩართვა არჩევნებში გულისხმობს ისევ იმ კონფიგურაციას, რითაც ჩვენ 2012 წლის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა. ლიდერის ადგილი ეს არის ბიძინა ივანიშილის ადგილი”, – განაცხადა ძიძიგურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი