ახალი ამბები

ბაქრაძე პენსიის ზრდაზე: მთავრობა ნაწილობრივ დათანხმდა ჩვენს მოთხოვნას

27 ნოემბერი, 2015 • 1015
ბაქრაძე პენსიის ზრდაზე: მთავრობა ნაწილობრივ დათანხმდა ჩვენს მოთხოვნას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძე პენსიის ზრდას პარტიის, საზოგოადებისა და პენსიონერების აქტივობას მიაწერს. ენმ ამჯერად პენსიის 50 ლარით ზრდას მოითხოვს.

“მთელი 1 თვის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს პენსიის ზრდა პოპულიზმია და ამის რესურსი არ არსებობს. ბიუჯეტი უკვე ორჯერ იყო შემოტანილი პარლამენტში და არც ერთ პროექტში, არც ერთი თეთრი არ იყო გათვალისწინებული პენსიების ზრდისთვის. ამიტომ ის, რომ მთავრობა ნაწილობრივ დათანხმდა ჩვენს მოთხოვნას, ნიშნავს მხოლოდ ერთს – ჩვენმა, ჩვენი საზოგოადებისა და პენისონერების აქტივობამ გამოიღო პირველი შედეგი და თითოეულ პენსიონერს ვულოცავ,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტია კამპანიის შეწყვეტას არ გეგმავს. ისინი მოითხოვენ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი