ახალი ამბები

კვიტაშვილი თსუ-ს რექტორად ერთხმად აირჩიეს

27 დეკემბერი, 2010 • • 994
კვიტაშვილი თსუ-ს რექტორად ერთხმად აირჩიეს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახდა.

რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში დღეს გაიმართა. თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ რექტორის კანდიდატურაზე წარდგენილი 5 კანდიდატიდან მხარი ერთხმად ალექსანდრე კვიტაშვილს დაუჭირა.

არჩვენები ერთ საათში დასრულდა. საბჭოს წევრები ამბობდნენ, რომ არჩევნებამდე საბჭო ყველა კანდიდატის მიერ წარმოდგენილ უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმას გაეცვნენ. მათი თქმით, კვიტაშვილის არჩევა სწორედ მის მიერ წარმოდგენილმა გეგმამ გამოიწვია.

თავდაიპრველად საარჩევნო კომისიამ რეგისტაციაში  6 კანდიდატი გაატარა, მაგრამ ერთმა წევრმა გიორგი ჭინჭარაულმა თავისი კანდიდატურა პირადი განცხადებით არჩევნებამდე მოხსნა.

აკადემიერი საბჭოს მიერ არჩეულ რექტორის უფლებამოსილების ვადა კანონით 4 წლის ვადით განისაზღვრება.

ალექსანდრე კვიტაშვილი  დღემდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი