ნეტგაზეთი | მერიის ცნობით, 13 ივნისის სტიქიით დაზარებულმა კიდევ სამმა ოჯახმა კომპენსაცია მიიღო მერიის ცნობით, 13 ივნისის სტიქიით დაზარებულმა კიდევ სამმა ოჯახმა კომპენსაცია მიიღო – Netgazeti
RU | GE  

მერიის ცნობით, 13 ივნისის სტიქიით დაზარებულმა კიდევ სამმა ოჯახმა კომპენსაცია მიიღო

თბილისის მერიის განცხადებით, 13-14 ივნისის სტიქიის დროს  დაზარალებულმა ოთხმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მერიის ცნობით, თამარაშვილის შესახვევი #6-ში მცხოვრებმა სამმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა სულადობის მიხედვით განაცხადა.

ხუხუნაიშვილების სამწევრიან ოჯახს,  წიკლაურებისა  და დაბრუნდაშვილების ხუთწევრიან ოჯახებს კუთვნილი თანხა უახლოეს დღეებში ჩაერიცხებათ, აცხადებს მერია. მერიის ცნობით, წყნეთის ხევის 61ა-ში მცხოვრები მოსიკაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ქონების საფასურის ანაზღაურებას საბაზრო ღირებულების მიხედვით დათანხმდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ 42 ოჯახს, ჯამში, 11 209 972 ლარი ჩაერიცხა, აცხადებს მერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com