უმაღლესი სასწავლებლები საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ნაცვლად არამომგებიანი კერძო სამართლის პირის(აიპ) სტატუს შეიძენს.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში 8 დეკემბერს განათლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შაშკინის თქმით, ახალი იურიდიული სტატუსი უმაღლესი სასწავლებლებს მეტ ფინანსურ დამოუკიდებლობას მისცემს.
შეხვედრის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების რექტორები აღნიშნავდნენ, რომ უნივერსიტეტების ახალი სტატუსი მათ საშუალებას მისცემს, შეიქმნას სპეციალური ფონდები, სადაც შესაძლებელი იქნება თანხის მოზიდვა. ამ თანხის გახარჯვასა და გამოყენებაზე გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო მიიღებს.
ცვლილება არ გულისმობს უნივერსიტეტებისთვის სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევას, ,, პირიქით, უნივერსიტეტი სახელმწიფო მფლობელობაში იქნება, უბრალოდ, ექნება უფრო მეტი მანევრირების საშუალება, ფინანსურად რომ განვითარდნენ და გაძლიერდნენ’’, – განმარტა სანდრო კვიტაშვილმა.