ნეტგაზეთი | საიდუმლო და კონფიდენციალური მასალები მისტრალზე საიდუმლო და კონფიდენციალური მასალები მისტრალზე – Netgazeti
RU | GE  

საიდუმლო და კონფიდენციალური მასალები მისტრალზე

„რუსეთის მიერ მისტრალის შესყიდვა თითქმის შეუძლებელს გახდის, რომ რუსეთი ვაიძულოთ შეასრულოს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისას აღებული ვალდებულებები და ამასთანავე, პოტენციურად გაზრდის მილიტარიზაციას და არასტაბილურობას შავ ზღვაში“-წერს აშშ–ს ელჩი საქართველოში ჯობ ბასი ვაშინგტონს. ეს წერილი ვიკილიკსმა გამოაქვეყნა

 „რუსეთის მიერ მისტრალის შესყიდვა თითქმის შეუძლებელს გახდის, რომ რუსეთი ვაიძულოთ შეასრულოს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისას აღებული ვალდებულებები და ამასთანავე, პოტენციურად გაზრდის მილიტარიზაციას და არასტაბილურობას შავ ზღვაში“-წერს აშშ–ს ელჩი საქართველოში ჯობ ბასი ვაშინგტონს. ეს წერილი ვიკილიკსმა გამოაქვეყნა.

საფრანგეთის მიერ ავიამზიდ მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვის საკითი 2010 წელს ამერიკელი დიპლომატების მიმოწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო.  ამას ადასტურებს როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის წერილი, ასევე აშშ–ს თავდაცვის მდივნის ასისტენტის საერთაშორისო უსაფრთოების საკითხებში, ალექსანდრ ვერბშოუს და  ასევე ნატოში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის,  ივო დაალდერის 2010 წლის დიპლომატიური მიმოწერა.

ჯონ ბასი აშშ-ს ხელიუსფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიროგოლ ვაშაძესთან გამართული საუბრის შინაარს აცნობს.  დიპლომატი წერს, რომ „ვაშაძემ ელჩთან(ჯონ ბასთან) შეხვედრისას თქვა,  რომ რუსეთმა არ შეასრულა  2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული სარკოზი-მედვედევის შეთანხმება.  პირიქით, მან ექვსპუნქტიანი ვალდებულებებიდან მხოლოდ რამდენიმე შეასრულა, მას არ გაუყვანია ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, პირიქით, იქ დამატებითი სამხედრო ბაზები ააშენა. ამგვარად, საფრანგეთი, ცეცხლის შეწყვეტის ინიციატორი და შუამავალი, თუ დათანხმდება მსგავსი სამხედრო აღჭურვილობის(მისტრალის) რუსეთისთვის გადაცემას, ეს ნიშნავს, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმება რუსეთის მიერ შესრულებულია, ან ის უკვე აღარ არის სავალდებულო. ვაშაძემ ითხოვა, რომ აშშ-მ ხელი შეუშალოს მისტრალის გაყიდვას. მან თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ საკითხს უფრო მაღალ დონეზეც მოითხოვს“.

აშშ-ს ელჩი საქართველოში ასევე წერს: „ვაშაძემ აღნიშნა, რომ როცა საქართველოსთან მიმართებაში მოქმედებს „იარაღის ფარული ემბარგო“, რუსეთისთვის ასეთი მასშტაბის გემების მიყიდვა არ შეიძლება. ეს საფრთხეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის წარმოადგენს. ნატოს ერთ-ერთი მთავარი წევრის, საფრანგეთის გადაწყვეტილებას და მისტრალის გაყიდვას ელოდება ესპანეთი და ჰოლანდია, რათა მათ რუსეთს თავისუფლად გაუხსნან გზა საკუთარი სამხედრო აღჭურვილობისაკენ. რუსეთის ახალი სამხედრო ტექნიკით  აღჭურვა კი შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს“.

ჯონ ბასი აშშ-ს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, რომ მან მოსთხოვოს ბრიუსელსა და პარიზს რუსეთისგან მიიღონ გარანტია, რათა მან მისტრალი შავ ზღვაში არ განათავსოს. 

ელჩის აზრით, რუსეთისთვის გზის ასე თავისუფლად გახსნამ შეიძლება  ისედაც დაუბალანსებელი და დაძაბული  სამხედრო კონფრონტაციის ესკალაცია გამოიწვიოს. ასევე ეს ფაქტი რუსეთს მიცემს საშუალებას,  საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს  და დასავლეთისგან მიიღოს ფარული გზავნილი, რომ დასავლეთი შესაძლო კონფლიქტში არ ჩაერევა.

„ეს ფაქტი თითქმის შეუძლებელს გახდის, რომ რუსეთი ვაიძულოთ, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისას აღებული ვალდებულებები და ამასთანავე, პოტენციურად გაზრდის მილიტარიზაციას და არასტაბილურობას შავ ზღვაში.

საქართველო, რომელმაც კარგად იცის, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე  სამხედრო ძალას ზრდის, ჯერ კიდევ თავს იკავებს ხელახალი აქტიური შეიარაღებისგან. რუსეთის ასეთმა სამხედრო მონაპოვარმა(მისტრალი) შესაძლოა გაზარდოს ქართული საზოგადოების შიშები და საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად იძულებული გახადოს, რუსეთს შესაბამისი პასუხი გასცეს“-წერს საკუთარ მოხსენებაში ჯონ ბასი.

ალექსანდრ ვერბშოუ(აშშ-ს თავდაცვის მდივნის ასისტენტი საერთაშორისო უსაფრთოების საკითხებში)  აშშ-ს ხელისუფლებას 2010 წლის 12 თებერვალს გაგზავნილ მოხსენებაში წერს, რომ  საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჰერვ მორინმა 2010 წლის 8 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსს უმასპინძლა. 

„თავდაცვის მდივანმა გეიტსმა გაახმაურა საკუთარი დამოკიდებულება მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვის გამო.  მისი აზრით, ფაქტი შიცავდა ურთიერთსაპირისპირო  სიგნალს როგორც რუსეთისთვის, ისე ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისთვის.  მორინმა უარყო ეს მოსაზრება და თქვა, რომ ეს(მისტალის რუსეთისთვის მიყიდვა)  ასეთ კრიტიკულ ვითარებაში იყო პარტნიორობის გზავნილი რუსეთისთვის. 

მისტრალის რუსეთისთის მიყიდვის საკითხი ასევე აღელვებდა ლიტვის წარმომადგენელს ნატოში ლინას ლინკევიციუსს(Linas Linkevicus), ამის შესახებ წერს ნატოში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი ივო დაადლერი.  მისი თქმით, ლიტვის წარმომადგენლისთვის „ეს საკიტი“ ქვეყნის მთავარი პრობლემა არ იყო, თუმცა ბალტიის უსაფრთხოების საკითხს ნამდვილად უკავშირდებოდა.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი