დიდმა ბრიტანეთის გაერტიანებულმა სამეფმ ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ლონდონის განცხადებით, კრემლის „ომის ყულაბას“, პროპაგანდისტებსა და წამებაში ბრალდებულებს იღებს სამიზნეში.
ლონდონის სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს 23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს და რვა გემს.
დასანქცირებულებს შორის 4 ქართველია. ლონდონმა ასევე დაასანქცირა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
დასანქცირებულ პირებს შორის არიან შემდეგ ქართველი პრორუსი აქტორები:
- მამუკა ფიფია
- გიორგი ირემაძე
- ნიკოლოზ მჟავანაძე
- პაატა აბულაძე
“დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაში, უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციის ლეგიტიმაციიდან დაწყებული, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურობით დამთავრებული”, – აცხადებენ ლონდონში.
ლონდონმა ასევე დაასანქცირა ალან ედუარდოვიჩ გაგლოევი. იგი არის სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო „პრეზიდენტი“ (2022-2026 წლებში). ასევე, მისი შემცვლელი ამ “პოსტზე” მარატ კამბოლოვი და სერგეი ტოლმაჩოვი, რუსი პოლიტტექნოლოგი.
23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაეკისრება აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ფიზიკურ პირებს ასევე დაუწესდებათ მოგზაურობის აკრძალვა. რვა გემს დაეკისრება ნაოსნობისა და ვაჭრობის სანქციები.
სანქცირებული გემები მოიცავს „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ გემს, ორ გემს, რომლებიც მათ საწვავით მომარაგების მომსახურებას უწევენ, და რუსეთის მფლობელობაში არსებულ ყინულის კლასის სამ გემს.
