ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლების პედაგოგებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტრეინინგი გაიმართა.
ტრეინინგის თემებია: ისტ-ის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება. მასწავლებლები გაეცნობიან ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ; მათთვის წარმოდგენილი იქნება სასწავლო ფილმები და ვიდეოგაკვეთილები.
ტრეინინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მასწავლებელთა გადამზადების დასკვნითი ეტაპია. გადამზადების შემდეგ, პედაგოგები თავის სკოლებში ჩაატარებენ სემინარებს კოლეგებისთვის და დაეხმარებიან მათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებაში.
პედაგოგთა გადამზადება გასული თვიდან დაიწყო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა ტრეინინგები ჩაატარეს: ნიქოზში, ტყვიავსა და ტირძნისში.
4-5 დეკემბერს ტრეინინგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში– ანაკლიის, განმუხურის, შამგონის, რიყის, ნაჭარმაგევის, რუხის, მეღვრეკისის, კარალეთის, ტყვიავის, ნიქოზის, ტირძნისის, ორსანტიის, კოკის და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სხვა სოფლების სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართება.
ტრეინინგს საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრო.








