ახალი ამბები

10%-ანი წილი ოფშორში მაუწყებლის მართვაში ჩარევას ვერ უზრუნველყოფს

3 დეკემბერი, 2010 • • 1236
10%-ანი წილი ოფშორში მაუწყებლის მართვაში ჩარევას ვერ უზრუნველყოფს

მაუწყებლის შესახებ კანონპროექტით, დასაშვები 10%-ანი წილის არსებობა ოფშორში ამ კომპანიის ჩარევას მაუწყებლის მართვეში ვერ უზრუნველყობს. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.

საფინანსო-საბიუკეტო კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი მედია–საშუალებათა მართვის პაკეტის მფლობელი ვერ იქნება.

საქართველოს პარლამეტის ოფიციალური გვერდი წერს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა კანონპროექტის მომზადებას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი უდავოდ  შეუწყობს ხელს მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას, ხოლო 10%–იანი წილის ფლობა, რასაც კანონპროექტი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ პირთათვის უშვებს, მაუწყებლის მართვაში მათ ჩარევას ვერ უზრუნველყოფს.

კანონპროექტის ავტორები მისი შემუშავების პროცესში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა.

კანონპროექტი მედიაგამჭვირვალობის უზრუნვეყოფის მიზნით მომზადდა, თუმცა უმრავლესობის ეს ინიციატივა ოფშორულ ზონაში 10%-ანი წილის მფლობელ კომპანიას საშუალება აძლევს, იყოს მაუწყებლის მეწილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი