ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. ბითაძე 2020 წლიდან პარლამენტის წევრია. ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
„მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება კულტურის ძალიან წარმატებული მინისტრი. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატებები“, – თქვა კობახიძემ.
ივლისის ბოლოს თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტს 2024 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
მაია ბითაძემ 2024 წელს მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.
