“ბოლო ცხრა თვის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საზღვარი რამდენჯერმე დაარღვიეს”, – ამის შესახებ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა „Sputnik-ს“ განუცხადა.
მისი თქმით, “უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთის მეზობელი სოჭის მიმართულებით თავდასხმების მცდელობის დროს ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით ჩერდება”.
ლატიპოვის განმარტებით, ფსოუს გამშვები პუნქტი სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, თუმცა მსგავსი შემთხვევების დროს სასაზღვრო სამსახური და სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომებს იღებენ.
მისივე განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის რკინიგზისა და სოხუმის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ლატიპოვის თქმით, აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ 3 ნოემბრის ღამემ მშვიდად, ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ასევე ზრუნავენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე, მათ შორის, რკინიგზისა და სოხუმის აეროპორტის, სადაც მგზავრთნაკადი იზრდება.
