თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-4 კლასელი მოსწავლის მიმართ სავარაუდო სექსუალური დანაშაულის შემთხვევაზე საუბრობენ. ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც გულისხმობს პირის იძულებას, რომ შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
„ტვ პირველს“ ერთ-ერთი მოსწავლის დედა უყვება, რომ მანამდე სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მე-7 კლასელები მონაწილეობდნენ.
„ეს იყო აბსოლუტურად ფიზიკურად ძალადობა. ამ ბავშვს, ვისაც დაეხმარნენ საპირფარეშოში, კლასელი დაეხმარა. ზუსტად ეს კლასელი ამოიჩემეს სავარაუდო მოძალადეებმა. მასზე განხორციელდა ზეწოლა, საშინელი სიტყვებით, საბოლოოდ მოხდა ის საზარელი ფაქტი, რაც მოხდა“, – ჰყვება ქალი.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
