პროსამთავრობო მედიასაშუალებების თანახმად, მიხეილ ყაველაშვილმა ჯამში 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 9 პირი შეიწყალა.

ესენი არიან:

  • დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი (დააკავეს 2024 წელს რუსული კანონის მიღებისას).
  • დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი (დააკავეს 2024-2025 წლებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხო აქციებზე).
  • თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი (დააკავეს 2025 წელს, 4 ოქტომბრის საქმეზე).

შეწყალებულებს შორისაა დენის კულანინი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

“ქართული ოცნების” წევრის, არჩილ გორდულაძის თანახმად, ამ პატიმრებმა (ან მათმა ახლობლებმა) ყაველაშვილს თავად მიმართეს შეწყალების თხოვნით.