რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქართულმა სასამართლომ ნიკა გილაურს და მის კომპანიებს კერძო დავის ფარგლებში 12 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა.

შემდგომში დააყადაღეს გილაურის წილები და ქონება, ხოლო აღსრულების ბიურომ წავკისში მდებარე ვილა/სახლი აუქციონზე გაიტანა 4 მლნ ლარად იძულებით გაუყიდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, სასამართლო დავა ნიკა გილაურის მხარესა და მის ყოფილ ბიზნესპარტნიორ, სამშენებლო კომპანია ბლექსი გრუპს შორის მიმდინარეობდა 2021 წლიდან.

სასამართლოები დაჩქარდა იმ პერიოდში, როდესაც გილაური პოლიტიკურად გააქტიურდა და “ქართული ოცნების” კრიტიკა დაიწყო 2024 წლის არჩევნების შემდეგ და საბოლოოდ მისი დამარცხებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 12-წლიანი პაუზის შემდეგ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ნიკა გილაური პოლიტიკურად გააქტიურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან დააფინანსა ოპოზიციური კოალიცია, გამოაქვეყნა ქვეყნის განვითარების გეგმა, ხოლო არჩევნების შემდეგ მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის გამო. მან ასევე შექმნა ფონდი დაკავებული აქტივისტების დასახმარებლად.

2025 წლის მარტში პროკურატურამ „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში გილაურის ფონდი დააყადაღა, რის შემდეგაც ექსპრემიერი საჯარო სივრციდან გაუჩინარდა.

პარალელურად, რადიო თავისუფლების ცნობით, დაჩქარდა წლების განმავლობაში გაჩერებული სამოქალაქო დავა („ნაკრა ჰესის“ მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით). 2025 წლის თებერვალში სასამართლომ გილაურსა და მის კომპანიებს, ყოფილი ბიზნესპარტნიორის („ბლექსი გრუპის“) სასარგებლოდ, 12 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა.

რადიო თავისუფლების თანახმად, მრავალმილიონიანი ჯარიმის აღსასრულებლად, 2026 წლის ივლისში სახელმწიფომ იძულებით აუქციონზე გაიტანა და თითქმის 4 მილიონ ლარად გაყიდა გილაურის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი წავკისში. ის ბიზნესმენმა ვანო სტურუამ შეიძინა, რომელიც წარსულში მისი ძმის, ირაკლი გილაური ბიზნესპარტნიური იყო.

ქართველი და გერმანელი იურისტების შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტო, თვითნებური და დაუსაბუთებელია. მოსამართლემ უხეშად დაარღვია კორპორაციული სამართლის ფუნდამენტური წესები და შპს-ს ვალდებულებებზე პერსონალური ფინანსური პასუხისმგებლობა დააკისრა უშუალოდ ნიკა გილაურს და მის სხვა, დავასთან სრულიად კავშირში არმყოფ საკონსულტაციო კომპანიას („რეფორმატიკსს“).