შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტაილანდელი მოგზაური, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ბავორნტატ პენგსუკი (ცნობილი როგორ Hlun Solo) გარდაცვლილი ნახეს ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში.

„ნეტგაზეთს“ უწყებაში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახის ცნობით, ჰლუნ სოლო საქართველოში მარტო გაემგზავრა ვიდეოკონტენტის გადასაღებად და მასთან ბოლო კონტაქტი 13 ივლისს ჰქონდათ.

29 ივლისს, ღამით გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ოჯახმა მიიღო დადასტურება, რომ მოგზაური გარდაცვლილი იპოვეს.