მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი, სავარაუდოდ, ენგურჰესზე სისტემური ავარიაა. თუმცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ დრომდე არცერთ შესაბამის უწყებას არ გაუვრცელებია გათიშვის მიზეზებზე განცხადება.
აფხაზეთის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრო და ადგილობრივი ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგო” სწორედ ენგურჰესზე სისტემურ ავარიას ასახელებენ.
დე ფაქტო უწყების ცნობითვე, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
აფხაზურმა მხარემ 24 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვად ასევე ენგურჰესზე ავარია დაასახელა. თბილისში არც ამ შემთხვევაზე გაუკეთებიათ ამ დრომდე რაიმე კომენტარი.
ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობია
