საქართველოს პროკურატურამ სტენდაფერი კომიოსის, ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდებული პირის სახელი და გვარია ნიკო ხურცილავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

“პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ონისე ოქრიაშვილის ინფორმაციით, მას თავს რამდენიმე პირი დაესხა. თავდასხმის ამსახველ კადრებში, რომელიც ნეტგაზეთმაც გაავრცელა, ჩანს, რომ იქ 3 პირი ფიგურირებს. უცნობი,ა გამოავლინა თუ არა გამოძიებამ დარჩენილი 2 პირი. პროკურატურა მომხდარს ჯგუფურ დანაშაულად არ აკვალიფიცირებს. See less