შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ მან მამა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სახლის ეზოში დამარხა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა“, – წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
