afgan sadigov

აზერბაიჯანში ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინაწარი პატიმრობა, რომელიც მას  აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული, 2026 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა და ამასთან, საქმეს სამი ახალი „დაზარალებული“ დაემატა – ამის შესახებ სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა წერს ფეისბუკზე.

“გამოძიებამ საქმის მასალებს კიდევ სამი ახალი „დაზარალებული“ (მომჩივანი პირი) დაამატა. აფგან სადიგოვი საქართველოში აზერბაიჯანში პოლიტიკური შეკვეთის შედეგად დეპორტაციიდან 65 დღის შემდეგ დააკავეს. ივანიშვილისა და ალიევის რეჟიმების ერთობლივი დანაშაული!“ – წერს სევინჩ სადიგოვა.

2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. მოთხოვნა უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ წაყენებულ სისხლის სამართლის ბრალდებას – გამოძალვას. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის არ უნდა გადაეცათ, საქართველოს ხელისუფლებამ ის 2025 წლის 16 აპრილს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 2026 წლის პირველ აპრილს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, ხოლო 5 აპრილს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში იყო დეპორტირებული. აზერბაიჯანში იგი 8 ივნისს ისევ დააკავეს ძველი ბრალდების საფუძველზე.

ევროსაბჭოს კომისარი აზერბაიჯანისგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას ითხოვს