საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 კრიპტო-პროვაიდერი დააჯარიმა.
სებ-ის ცნობით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ. მათი დაჯარიმების მიზეზი ასევე გახდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, რომელიც შეეხება ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესებს.
დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის „უნოტრონი“ და ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის და მისი ძმის სულხან პაპაშვილის თანასაკუთრებაში არსებული „ვაითბით ჯორჯია“.
სებ-ის თანახმად, ირაკლი სესიაშვილის კომპანიას 3 დარღვევა გამოუვლინდა, ხოლო პაპაშვილების კომპანიას – 1 დარღვევა.
ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმებული პროვაიდერები არიან:
- შპს „სპორტ ექსჩეინჯი“ დაჯარიმდა 9 000 ლარით
- შპს “ბეთქეივ“ დაჯარიმდა 3 000 ლარით
- შპს „ბიტანიკა“ დაჯარიმდა 3 000 ლარით
- შპს “ფეიბით ჯორჯია“ დაჯარიმდა 3 000 ლარით
- შპს “უნოტრონ“ დაჯარიმდა 9 000 ლარით
- შპს ”სტელექსი“ დაჯარიმდა 6 000 ლარით
- შპს ”მატიო“ დაჯარიმდა 6 000 ლარით
- შპს ”კრიპტოტექ სოლუშენ” დაჯარიმდა 6 000 ლარით
- შპს „კრიპტო ჩენჯ ბათუმი“ დაჯარიმდა 9 000 ლარით
- შპს “ვაითბით ჯორჯია” დაჯარიმდა 3 000 ლარით
- შპს “დიჯიტალ მარკეტს სოლუშენს“ დაჯარიმდა 9 000 ლარით
- შპს “დიჯითალ პლათფორმ” დაჯარიმდა 3 000 ლარით
- შპს შპს “ბიტარი” დაჯარიმდა 3 000 ლარით
