რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის მოსკოვში ვიზიტის ფონზე აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

“რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ხოლო მოსკოვი მზად არის, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის, რუსეთში ოფიციალური ვიზიტის წინ განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. როგორც ადრე, ახლაც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების, საზღვრის დელიმიტაციისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის საკითხებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.