• ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები
  • ბათუმელები
  • RU
Skip to content

Netgazeti

ნეტგაზეთი

მხარდაჭერა
დაგვამატე Google-ში

ბათუმელები| RU

Posted inახალი ამბები

მოსკოვი თბილისს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს

02.07.202602.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

რუსეთი საქართველოს მოუწოდებს “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების” გაფორმებისკენ, – ამის შესახებ რუსული მხარე აცხადებს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჟენევაში გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები) 67-ე რაუნდი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, დე ფაქტო აფხაზეთის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები. დისკუსიებს თანათავმჯდომარეობდნენ გაერო, ეუთო და ევროკავშირი.

განცხადების თანახმად, რუსულმა მხარემ დისკუსიების მონაწილეებს [ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს] მოუწოდა, არსებული მანდატის ფარგლებში გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც, მისი შეფასებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უზრუნველყოფს. საუბარია “საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების” მომზადებასა და გაფორმებაზე, რასაც წლებია მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ერთად ოფიციალურად ითხოვს.

რუსეთის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობა იზრდება ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე, მათ შორის საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლებებისა და სხვა სამხედრო-საწვრთნელი ღონისძიებების ჩატარების გამო.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილზე ვითარება შედარებით მშვიდია, რასაც რუსული მხარე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მოქმედ მექანიზმებს უკავშირებს, მათ შორის ერგნეთში მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს (IPRM) და 24-საათიან „ცხელ ხაზებს“. ასევე ხაზგასმულია გალში ანალოგიური მექანიზმის მუშაობის აღდგენისა და საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების აუცილებლობა.

განცხადებაში რუსული მხარე აკრიტიკებს თბილისსაც. მისი შეფასებით, საქართველო ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას ახდენს, რასაც, მათი აზრით, ხელს უშლის კონსტრუქციული დიალოგის განვითარებას. ამ კონტექსტში მოხსენიებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. შეხვედრამდე ეროვნული დელეგაციები თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციებს გამართავენმონაწილე ქვეყნების დედაქალაქებში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

აფხაზეთი, ჟენევის დისკუსიები, რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ახალი ამბები

  • Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური – ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი
  • ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა
  • უკრაინის განცხადებით, რუსულ აეროდრომზე 6 ბომბდამშენი გაანადგურეს
  • 25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას
ასევე:
  • უკრაინის განცხადებით, რუსულ აეროდრომზე 6 ბომბდამშენი გაანადგურეს
  • უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებული შეტევა – რას ამბობს ზელენსკი
  • „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრს დრონებმა დაარტყეს – მომხმარებლები შეფერხებებზე ჩივიან
  • რა ელის საქართველოს ეკონომიკას თუ რუსეთი ნაწილობრივ ემბარგოს გააფართოებს

  • 15.10.2026 Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური – ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 15.10.2026 ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
  • 15.10.2026 სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი
  • 15.10.2026 ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა
  • 15.10.2026 უკრაინის განცხადებით, რუსულ აეროდრომზე 6 ბომბდამშენი გაანადგურეს
  • 15.10.2026 25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას
  • Facebook
  • Instagram
  • Bluesky
  • TikTok
  • YouTube
  • LinkedIn
  • X
  • Telegram

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები

თემები

  • სინდისის პატიმრები
  • საპროტესტო აქციები
  • ომი უკრაინაში
  • რეპრესიული კანონები
  • ევროკავშირი და საქართველო
  • სამხრეთ კავკასია

© 2026 Netgazeti Powered by Newspack ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
Exit mobile version