7 წლის შვილის მკვლელობისთვის ქალს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დაუნიშნავენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანი დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას საავადმყოფოში გარდაიცვალა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალი მომხდარიდან მეორე დღეს, პირველ ივნისს დააკავეს. უახლოეს პერიოდში პროკურატურა მისთვის პატმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 1 პრიმა 109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ოჯახის არასრულწლოვანი წევრის განზრახ მკვლელობას. ეს დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
