სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.
“რუსეთის ლიდერმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაბადების დღე მიულოცა და საუკეთესო სურვილები გადასცა. ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინს მილოცვისა და სატელეფონო ზარისთვის მადლობა გადაუხადა”.
ოფიციალური ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებიც.
“სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მეგობრული ტონალობის, მხარდაჭერისა და იმ რიგი საკამათო საკითხების მიმართ ბალანსირებული პოზიციისთვის, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიას უახლოეს მომავალში, პირისპირ შეხვედრის ფორმატში გააგრძელებენ”.
ულტიმატუმი სომხეთს – რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ЕАЭС-ში დარჩენაზე
