პოლიციასთან აფილირებული გვერდის: “ყველაფერი პოლიციის შესახებ” – ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, იგივე 112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
არსოშვილი ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. ზემოხსენებული გვერდი წერს, რომ მან პოსტი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და გადავიდა კადრების განკარგულებაში. რატომ გადადგა არსოშვილი, მიზეზი უცნობია.
