ერევნის სამოქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სარჩელი ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანის წინააღმდეგ. ინფორმაციას “არმენპრესი” ავრცელებს.

7 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, თითქოს ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთიდან ჩამოიტანა ერთი ტონა ჰალუცინოგენური სოკო, რომელსაც გამოსვლების წინ მოიხმარს.

რუსი ოლიგარქი კარაპეტიანი: ფაშინიანი ჰალუცინოგენურ სოკოებს მოიხმარს

იმავე დღეს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანს სასამართლოში უჩივლებდა, ხოლო 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სარჩელი უკვე წარდგენილია.

ნიკოლ ფაშინიანი სასამართლოსგან ითხოვს, დაავალდებულოს სამველ კარაპეტიანი საჯაროდ უარყოს თავისი განცხადება და გადაიხადოს 6 მილიონი დრამი, როგორც ცილისწამებით მიყენებული არამატერიალური ზიანის კომპენსაცია.