ახალი ამბები

149–ე საჯარო სკოლის დირექტორი სამინისტროს სუბიექტურობაზე საუბრობს

26 ნოემბერი, 2010 • • 1439
149–ე საჯარო სკოლის დირექტორი სამინისტროს სუბიექტურობაზე საუბრობს

“რაც კი სკოლაში სტრუქტურული ერთეულია – ყველას სუბიექტურად მიუდგნენ”,–აცხადებს მაია გიორგაძე, 149–ე სკოლის დირექტორი.

“სუბიექტური მიდგომა ის არის, რომ ხუთი დღის მანძილზე უზარმაზარ ინფორმაციას ითხოვდნენ. მის გადამუშავებას ვერც თავად ახერხებდნენ და ჩვენთვისაც რთული იყო, ორი წლის მანძილზე არსებული ყველა დოკუმენტაციის მოკლე დროში მიწოდება”.

მის სკოლაში გენინსპექციამ მუშაობა დაასრულა. მაია გიოგრაძე იმ დოკუმენტს გაეცნო,რომელიც სკოლის დირექტორს გენინსპექციის მუშაობის შემდეგ გადაეგზავნა. სკოლის დირექტორთან ერთად, სკოლაში არსებულ დარღვევებზე დოკუმენტი სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაეგზავნა.

მაია გიორგაძე აცხადებს,რომ სამეურვეო საბჭომ მიიღო წერილი, სადაც განათლების და მეცნიერების სამინისტრო საბჭოს სკოლის დირექტორის გათავისუფლებას თხოვს.

149-ე საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს გენინსპექციამ მუშაობა 19 ნოემბერს დაასრულა.  გენინსპექცია სკოლებში მას შემდეგ შევიდა, რაც მაია გიორგაძემ განათლების სამინისტროში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

მაია გიორგაძე აცხადებს, რომ მის სკოლას საყვედური გამოუცხადეს.

გიორგაძე ამბობს,რომ სამეურვეო საბჭოს წევრებს ესაუბრა.

“სამეურვეო საბჭო თვლის,რომ მოქმედ დირექტორს არ ექნება ისეთი დარღვევა და წინასწარ განზრახული ქმედებები, რომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დადგეს”,–აცხადებს გიორგაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი