სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვერ შეძლებს მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებებში.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია 7 ივნისს დაგეგმილ სომხეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო აგიტაციის გამო. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია უკვე შეატყობინა რუსეთის პრეზიდენტს აპრილში მოსკოვში ვიზიტის დროს.

ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება 8 მაისს და გაგრძელდება 5 ივნისამდე.