საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან.
„საუბრისას განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს“, — აცხადებს საგარეო უწყება.
ანდრი სიბიჰა, თავის მხრივ, წერს, რომ ერევანში კონტაქტების შემდეგ, ქართველ კოლეგასთან დიალოგი გააგრძელა.
„დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე. ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთქმედებაზე. ასევე, დავადასტურეთ ჩვენი გახსნილობა ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შენარჩუნების მიმართ“, — წერს სიბიჰა.
I was glad to continue our dialogue with my Georgian colleague @MakaB__ following our recent contacts in Yerevan.
During our today’s call, we noted the constructive dialogue between our countries and agreed on the mutual interest in normalising the Ukraine-Georgia relations.
We… pic.twitter.com/m1fiiYJvS5
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 6, 2026
მაკა ბოჭორიშვილი და ანდრი სიბიჰა ერთმანეთს მანამდე შეხვდნენ ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ისევე როგორც ირაკლი კობახიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი. საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.
