„ერევნის დიალოგის“ მესამე ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანსა და ელჩ სერდარ ქილიჩს შორის, რომლებიც ასევე არიან სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის სპეციალური წარმომადგენლები.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები დარეგულირების პროცესში არსებული პროგრესის შესახებ და მიესალმნენ გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენისა და ექსპლუატაციის საკითხებზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრას.
“ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სომხეთისა და თურქეთის ორმხრივ ინტერესს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს აღნიშნული რკინიგზის ფუნქციონირება”.
გარდა ამისა, სპეციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს ანის (აბრეშუმის გზის) ისტორიული ხიდის ერთობლივი აღდგენის შესახებ პროტოკოლის ხელმოწერა. მათი თქმით, ეს ინიციატივა გაააქტიურებს ორმხრივ თანამშრომლობას, გააფართოებს ინსტიტუციურ კავშირებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ტურიზმის განვითარებაში.
