აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა პენსიონერი, 70 წლის მაყვალა სხულუხია სახელმწიფოსგან საცხოვრებელს ითხოვს.
წლების განმავლობაში თბილისში, კათოლიკური ეკლესიის ფინანსური დახმარებით ერთოთახიან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა ბინის მეპატრონემ პირველი მაისიდან საცხოვრებლის დაცლა მოსთხოვა.
ამჟამად მაყვალა სხულუხიას დროებით თავშესაფარს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა აძლევს, სადაც დევნილი ქალი დამლაგებლად მუშაობდა.
“მე შემოჭრილი არ ვყოფილვარ არსად. ეს ბინა წლების წინ მიგირავა კათოლიკურმა ეკლესიამ 10 ათას დოლარად. მერე მეპატრონე 13 ათასი დოლარის გადახდას მთხოვდა ბინის გამოსასყიდად. ვუთხარი, შევაგროვებ-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი. დღეს ყველა ვადა ამომეწურა და მეპატრონე ითხოვს დავცალო ოთახი”.
ახლა დროებით საკლასო ოთახს საცხოვრებლად სკოლა გამომიყოფს, სადაც ვმუშაობ ამჟამად. შევეცოდე დირექციას. ახლა ხელით გადამაქვს პირადი ნივთები, რამდენჯერმე მომიწევს ჩანთებით სიარული”.

ქალი არ კარგავს იმედს, რომ მოესწრება საკუთარ ჭერს, საიდანაც აღარავინ გამოასახლებს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2023 წელს აცხადებდა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა დევნილი ოჯახი იქნებოდა განსახლებული, თუმცა ათასობით აფხაზეთიდან დევნილისთვის ეს დაპირება ისევ დაპირებად დარჩა.
