მარნეულში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
მანქანა ბავშვს მარნეულის შესასვლელთან დაეჯახა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა და მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ვინმე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილას აქამდეც არაერთი ავარია მომხდარა.
