პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური – VT Sakartvelo News – შეიქმნა.

VT Sakartvelo News ტელეკომპანია Belsat-ის ეთერით გადაიცემა, ასევე ხელმისაწვდომია VT Sakartvelo News-ის YouTube არხზე.

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურში იქნებიან ჟურნალისტები: რატი მუჯირი, სოფო ნაცვლიშვილი და ნათია კობერიძე.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური ხელს შეუწყობს დეზინფორმაციასთან ბრძოლასაც.

„VT Sakartvelo News უკვე ეთერშია – ეს გახლავთ ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური, რომელიც პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ის მიერ შეიქმნა.

პროგრამა მაყურებელს სთავაზობს სანდო რეპორტაჟებსა და ევროპულ პერსპექტივას; ამასთანავე, ის მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ძალისხმევას. გადაცემა ტელეკომპანია Belsat-ის ეთერით გადაიცემა და ასევე ხელმისაწვდომია VT Sakartvelo News-ის სპეციალურ YouTube არხზე“, – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.