ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
