თბილისში 66 წლის კაცი საკუთარი მეუღლის შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ამ დანაშაულს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად სჩადიოდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნების გაუპატიურებასა და მათ მიმართ ჩადენილ სხვაგვარ სექსუალურ ქმედებას გულისხმობს.
ბრალის დამტიცების შემთხვევაში დაკავებულ კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
