სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღიდან სომხეთში გადმოსახლებულმა 34 576-მა  ადამიანმა უკვე მიიღო სომხეთის მოქალაქეობა.

„გავიხსენებ, რომ ამჟამად პრეზიდენტის აპარატში დაახლოებით ათასი განაცხადია. რამდენიმე დღეში კიდევ ერთ ათას ადამიანს მიეცემა გადაწყვეტილება და ჩვენ კვლავ შევძლებთ პროცესის დაჩქარებას“, –  თქვა სარგსიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა: „თუ გასული წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 4 ათასი განაცხადი იყო, მიმდინარე წლის ორ და ნახევარ თვეში ამ რაოდენობამ უკვე 5 ათასს გადააჭარბა.“

ოფიციალური ცნობითვე, ყარაბაღის უკანასკნელი ომის დროს მთიან ყარაბაღში საკუთარი სახლი 100 ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.