თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელებში წერს, რომ არაფორმალურ გარემოში საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდა და შესაბამის ვიდეომასალას ავრცელებს.
ფაშინიანი თბილისს ეწვია – მას აეროპორტში მაკა ბოჭორიშვილი დახვდა
დღეს, 2026 წლის 3 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა.
ასევე, როგორც უწყებაში აცხადებენ, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.
ამასთან, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა.







