Fox News-ის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა სამშაბათს ირანის „უზენაესი საბჭოს“ შეკრებაზე დარტყმა განახორციელეს.
მედიის ცნობით, დარტყმა იმ დროს მოხდა, როდესაც საბჭო გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შესარჩევად იყო შეკრებილი. ამის შესახებ Fox News-ს ისრაელის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„მათ დარტყმა მიაყენეს თეირანში გამართულ შეხვედრას, სადაც ხელმძღვანელობის გადარჩენილი ნაწილი ახალი უზენაესი ლიდერის შესარჩევად იყო შეკრებილი“ ,— განაცხადა Fox News-ის რეპორტიორმა.
აშშ-მა და ისრაელმა შაბათს დილით, ოპერაცია „Epic Fury“-ის პირველივე ტალღისას, ირანის 49 უმაღლესი ლიდერი გაანადგურეს.








