ნარკოტიოების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დიდი ოდენობით “მეთადონი”.
დაკავებულ კაცი 26 წლისაა. მას ბრალდება წარუდგინეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.








