საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს, სავარაუდოდ, ირანული დრონები დაესხნენ თავს.
თავდასხმის გამო ყველა საკონსულო შეხვედრა გაუქმდა.
ასევე, დარტყმა მიაყენეს ქუვეითში აშშ-ის საელჩოს.
„ჩვენ გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა. შეგატყობინებთ, როდესაც საელჩო დაუბრუნდება ჩვეულ ფუნქციონირებას“, — დაწერა X-ზე აშშ-ის საელჩომ ქუვეითში.
შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამთავრობო პერსონალის და მათი ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია იორდანიაში, ბაჰრეინში, ერაყში, კატარსა და ქუვეითში.
ირანი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზები არის განლაგებული. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ომის „ყველაზე დიდი სიურპრიზი“ რეგიონში არაბულ ქვეყნებზე ირანის თავდასხმები იყო.
ბოლო დღეებში ათასობით საერთაშორისო რეისი გაუქმდა და ზოგიერთი აეროპორტი კვლავ დაკეტილია.
ირანის იერიშებს ქუვეითის სამოქალაქო პორტში 6 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.
ისრაელი და აშშ განაგრძობენ საჰაერო დარტყმებს ირანზე.





