ახალი ამბები

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

20 თებერვალი, 2026 •
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით.

„ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი